in

655 მილიონი: ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის რეკორდული ფული გამოყო

ფიფამ 655 მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდი დაამტკიცა, რომელიც 2026 წლის მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის განაწილდება. ფონდის მოცულობა 2022 წელს კატარში გამართულ მუნდიალთან შედარებით 50 პროცენტითაა გაზრდილი, – ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

ტურნირის გამარჯვებული 50 მილიონ დოლარს მიიღებს (წინა შემთხვევაში – 42 მილიონი), ფინალისტი კი – 33 მილიონს. მესამეადგილოსანი 29 მილიონ დოლარს დაეუფლება, მეოთხეადგილოსანი – 27 მილიონს, ხოლო მეოთხედფინალში დამარცხებული თითოეული გუნდი 19 მილიონ დოლარს მიიღებს.

მერვედფინალში გამოთიშული ნაკრებები 15 მილიონ დოლარს მიიღებენ, ხოლო 1/16-ფინალში დამარცხებულები – 11 მილიონს. ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობით თითოეული გუნდი 9 მილიონს გამოიმუშავებს.

ასევე, თითოეულს ნაკრებს ტურნირისთვის მოსამზადებლად დამატებით 1.5 მილიონი დოლარი დაუმტკიცდება.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.

შეჯირება 2026 წლის 11 ივნისს მეხიკოში, „აცტეკას სტადიონზე“ გაიხსნება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ფინალი 19 ივლისს აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ ფინალში გაიტანა, პსჟ-მ კიდევ ერთი ტიტული მოიგო

2030 წლის მუნდიალის ფინალი ბერნაბეუზე იქნებაო