in

600 დღით ადრე: როგორ გამოიყურება ყატარის სტადიონები – ყველაზე კომპაქტური მუნდიალი

600 ღის შემდეგ, 20022 წლის 21 ნოემბერს სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში.

ტურნირის დაწყებამდე ჯერ საკმაო დროა, ინფრასტრუქტურა კი თითქმის მზადაა. სატრანსპორტო ქსელი და დოჰას ახალი მეტრო უკვე მუშაობს. 4 სტადიონი ექსპლუატაციაში შევიდა და იქ უკვე თამაშობენ, კიდევ სამი ახალი არენა წლის ბოლომდე გაიხსნება. ხოლო „ლუსაილის“ ინაუგურაცია, რომელიც ყველაზე დიდი იქნება და ფინალს უმასპინძლებს, მომავალი წლის დასაწყისში შედგება.

ყატარის მუნდიალი ყველაზე კომპაქტურია ახალ ისტორიაში. ორ სტადიონს შორის ყველაზე დიდი მანძილი 75 კმ-ია, ხოლო ყველაზე მცირე დისტანცია – 5 კმ.


ხალიფა ინტერნეიშენელი
ტევადობა: 40 000 მაყურებელი
მანძილი დოჰამდე: 11 კმ
გახსნა: 2017 წელი

მუნდიალის პირველი სტადიონი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა.

ალ ჯანუბი
ტევადობა
: 40 000 მაყურებელი
მანძილი დოჰამდე: 23 კმ
გახსნა: 2019 წელი

პირველი სტადიონი, რომელიც ნულიდან ააშენეს.

ედუქეიშენ სიტი
ტევადობა: 40 000 მაყურებელი
მანძილი დოჰამდე: 13 კმ
გახსნა: 2020 წელი

სტადიონს “უდაბნოს ალმასი” შეარქვეს.


ახმად ბინ ალი
ტევადობა: 40 000 მაყურებელი
მანძილი დოჰამდე: 22 კმ
გახსნა: 2020 წელი

ამ ეტაპისთვის ბოლო სტადიონია, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა.

ალ ბეითი
ტევადობა
: 60 000 მაყურებელი
მანძილი დოჰამდე: 46 კმ
გახსნა: მშენებლობა დასრულებულია, გახსნა მალე შედგება

გახსნის მატჩი ამ სტადიონზე გაიმართება.

ალ ტუმამა
ტევადობა: 40 000 მაყურებელი
მანძილი დოჰამდე: 12 კმ
გახსნა: დასრულებულია ფასადური სამუშაოები და ტრიბუნებიც მზადაა

დიზაინი ეროვნული თვსაბურავის მიხედვითაა გადაწყვეტილი.

რას აბუ აბუდი
ტევადობა: 40 000 მაყურებელი
მანძილი დოჰამდე: 7 კმ
გახსნა: 872 სატვირთო კონტეინერებისგან შენდება, მონტაჟი უკვე დასრულებულია

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი სრულად დასაშლელი სტადიონი, აშენებული სატვირთო კონტეინერებისგან.

ლუსაილი
ტევადობა: 80 000 მაყურებელი
მანძილი დოჰამდე: 20 კმ
გახსნა: შიდა საბეტონო და სახურავის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია. დასკვნითი ეტაპის სამუშაოებისთვის მზადება მიმდინარეობს

2022 წლის მუნდიალის ყველაზე დიდი არენა. “ლუსაილი” ასახავს ყატარის სწრაფვას გააცნოს არაბული კულტურა დანარჩენ მსოფლიოს. ფინალი ამ სტადიონზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკრაინელებმა 1 აპრილს მაგრად ჩაგვიტარეს: შევჩენკო არსად წასულა

ლევან კობიაშვილი: სანიოლთან ერთად ნაკრებს მომავალი აქვს