დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდმა ერლინგ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში „სევილიას“ წინააღმდეგ დუბლი გაახერხა და თავისი გუნდი ¼ ფინალში გაიყვანა.
ბორუსია vs სევილია 2:2
პირველი მატჩი 3:2
გოლები: 1:0 ჰაალანდი (35), 2:0 ჰაალანდი (54-პენ), 2:1 ენ ნესირი (67-პენ), 2:2 ენ ნესირი (90+6)
დორტმუნდი (4-3-3): ჰიტცი – ბაუსა (90+5. მენიე), ემრე ჯანი, ჰუმელსი, შულცი (89. ზაგადუ) – დაუდი, დელენი, ბელინგემი – თ. აზარი (67. პასლაკი), როისი, ჰაალანდი.
სევილია (4-3-3): ბონო – ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია – ჟორდანი (60. ალეხანდრო გომესი), ფერნანდო (86. რაკიტიჩი), ოსკარი (79. ტორესი) – ოკამპოსი (60. დე იონგი), სუსო (86. ელ ჰადადი), ენ-ნესირი.
რონალდო შეტრილდა და ფორტუნამაც ზურგი აქცია: იუვე ისევ გავარდა
48-ე წუთზე ჰაალანდმა ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ჩაქირმა გააუქმა და სამაგიეროდ პენალტი დანიშნა. ერლინგმა ვერ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თავიდან დარტყმა ბრძანა, რადგან „სევილიას“ მეკარე ბონო დარტყმისას არასწორად მოიქცა. მეორე ცდიდან ჰაალანდმა გაიტანა.
ჰაალანდი გაუტანელ პენალტზე: „მეკარე ხაზზე რომ დარჩენილიყო, გავიტანდი. როგორც მეორე დარტყმისას“.
ლოპეტეგი: „ვიმსახურებდით მომდევნო ეტაპზე გასვლას. „ბორუსიას“ 4-დან 3 ტაიმში ვჯობდით“.
ტერზიჩი: „ვამაყობთ. ყოველთვის ვერ ვხვდებით ევროპის 8 საუკეთესო გუნდში“.
„სევილიას“ ფორვარდი ენ-ნესირი პირველი მაროკოელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში დუბლი შეასრულა.
„ბორუსია“ ბოლო 4 წელიწადში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში.
„ბორუსიამ“ საკლუბო რეკორდი დაამყარა, ზედიზედ 34 მატჩში გაიტანა.
ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის პირველ 14 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ეს რეკორდია – 10 მატჩით უფრო მალე, ვიდრე კეინმა.
ჰაალანდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთლია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა.
მარტო ბოიან კრკიჩი და ტილემანსი იყვნენ უმცროსები, ვიდრე ბელინგემი, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მე-8 მატჩი ითამაშეს.
GIPHY App Key not set. Please check settings