6 სექტემბერს რუსთავის ახალი სპორტის სასახლე, შერეული საბრძოლო ხელოვნებების სანახაობას უმასპინძლებს. საღამოს რვა საათზე, საერთაშორისო MMA ორგანიზაცია, Young Warriors რიგით მე-16 ღონისძიებას გამართავს, სადაც 13 ორთაბრძოლა შედგება.
ოქტაგონზე ბრუნდება ლეგენდარული ქართველი მებრძოლი შოთა ბეთლემიძე. მეინ ქარდზე, ქვე-მთავარ ორთაბრძოლაში ის ირანელ სამიმ შაერის დაუპირისპირდება. ხოლო მეინ ივენთზე, დაუმარცხებელი გიორგი ქართველიშვილი, პირველად ისტორიაში, ლიგის ჩემპიონის ტიტულის და ქამრის მოპოვებას, აიხან ტაღიევთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მებრძოლთან შეეცდება.
ამავე ღონისძიებაზე მაყურებელი იხილავს ვრესლინგის სამ დაპირისპირებას. Young Warriors 16 სპორტსმენებს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებს, მათ შორის ავსტრალიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან.

ბილეთები ხელმისწავდომია Biletebi.Ge-ზე
GIPHY App Key not set. Please check settings