in

50 Cent-ს და ემინემს მუნდიალზე გამოსვლა შეთავაზეს: ემინემმა უარი თქვა, უხდიდნენ 9 მილიონს

ემინემს და 50 Cent-ს მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა შეთავაზეს.

ამის შესახებ 50 Cent-მა რადიოსადგურ Real 92.3-ის ეთერში ისაუბრა.

„სუპერბოულის გამო (სადაც 50 Cent და ემინემი სხვა რეპერებთან ერთად გამოვიდნენ 2022 წელს) მივიღე მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის მოთხოვნა. მათი ბიუჯეტი 9 მლნ დოლარი იყო. მე მილიონს მივიღებდი, დანარჩენი 8 მილიონი კი მას დარჩებოდა“, – თქვა რეპერმა.

50 Cent-მა ემინემის უარზე მისი მენეჯერის, პოლ როზენბერგისგან მიიღო.

„მითხრეს, რომ ის ამას არ გააკეთებდა. ჩვენ რომ ერთჯერადი შოუ მოგვეწყო, შესაძლოა ეს ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება გამოსულიყო პირდაპირ ეთერში“, – დაამატა მუსიკოსმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

“საუთჰემპტონმა” “სიტი” დაამარცხა, “ნოტინგემიც” 1/2 ფინალშია

ინგლისის ლიგის თასზე 1/2 ფინალები დაწყვილდა