in

5-5 ქულა: სანდრო ყოფილა გუნდთან დამარცხდა, გოგამაც წააგო

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რაპტორსი” “სან ანტონიო სპურსთან” დამარცხდა – 103:121, ხოლო გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქი” “ფილადელფიასთან” – 124:136.

სანდრომ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 17 წუთი ითამაშა და 5 ქულა, 2 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თითო ორქულიანი და სამიანი ისროლა და ყველა ჩააგდო.

“ტორონტო ” მორიგ შეხვედრას 30 ოქტომბერს, “ჰიუსტონ როკეტსის” წინააღმდეგ გამართავს.

რაც შეეხება ბითაძეს, მანაც 5 ქულა ჩააგდო, 14 წუთი ითამაშა და 3 მოხსნა და 2 ასისტიც მიამატა.

“მეჯიქი” მომდევნო მატჩს 30 ოქტომბერს, “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოულოდნელად: კიტე შეცვლაზე შევიდა და შტურმმაც წააგო