in

5 ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი Google-ში

ცნობილია, რომ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით პოპულარულებსა და წარმატებულებს, ინტერნეტში აურაცხელი თაყვანისმცემლები ჰყავთ.
ბევრს სოცქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს, მათი ურთიერთობა, კომენტარი ან აზრი უმალ შეიძლება ვირუსული გახდეს.

ვნახოთ 2023 წელს Google-ში 5 ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი.

  1. რობერტ ლევანდოვსკი (3,2 მილიონი მოთხოვნა).

ლევანდოვსკიმ მედიის ყურადღება კარიერის უფრო მოწიფულ პერიოდში მოიპოვა. ის მეუღლე ანასთან ერთად პოლონეთის ყველაზე პოპულარული წყვილია.

  1. კილიან მბაპე (8,5 მილიონი მოთხოვნა).

კილიანი არა მარტო პოპულარული ფეხბურთელი, არამედ პლანეტის ერთ-ერთი უპოპულარულესი სპორტსმენია. სკანდალები მის გარშემო შესაძლოა თამაშზე მოქმედებდეს, მაგრამ არა პოპულარობაზე.

  1. ნეიმარი (9,2 მილიონი მოთხოვნა).

უნიჭიერესმა ფეხბურთელმა მთელი ქონება მოაგროვა სარეკლამო კონტრაქტებით და სასპონსორო გარიგებებით, მისი დარდიმანდული ცხოვრების სტილი კი ყურადღებას იქცევს.

  1. ლეო მესი (13,2 მილიონი მოთხოვნა).

ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელი ცნობილია ჩაკეტილი ცხოვრებით, მაგრამ დეკემბერში მოპოვებული ნანატრი მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ დიდხანს ჰპოვებს გამოხმაურებას პუბლიკის მხრიდან.

  1. კრიშტიანო რონალდო (17,4 მილიონი მოთხოვნა).

აქ სიურპრიზი არაფერია. კრიშტიანო რა ხანია მედია სივრცეში დომინირებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ძალიან სასაცილო გოლი ბოლივიიდან – ვერ ჩააწოდა და… გაიტანა

ხვიჩა სიმბოლურშია