in ,

5 დებიუტანტი:სანიოლმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 30 აგვისტოდან სექტემბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის მზადებას იწყებს. საქართველოს ნაკრები წლის მეოთხე ოფიციალური თამაშს, 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას მოახლებული მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში გაივლის.
5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთს წინააღმდეგ ითამაშებს. 8 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.
უახლოესი სამი მატჩისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ხუთი დებიუტანტი, რომელთაგან ოთხი საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.


ეროვნული ნაკრების დებიუტანტები: საბა ხვადაგიანი (დინამო,თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია,  კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლასიკოსების 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

სანდრო ალთუნაშვილი: ნაკრებში ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ორმაგად ბედნიერი ვარ გამოძახებით