in

5 გოლიც და… რონალდო მსოფლიო რეკორდზე მიდის

პორტუგალიის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ისრაელი 3:0 დაამარცხა.

მეორე გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. მას ნაკრების ბოლო 42 შეხვედრაში 43 გოლი აქვს გატანილი.

მთლიანობაში კი რონალდოს ამგარიშზე 104 გოლია ეროვნულ გუნდში. ნაკრები გუნდების დონეზე ამაზე მეტი ირანის ნაკრების თავდასხმელ ალი დაეის აქვს გატანილი (109).

ასე რომ, მსოფლიო რეკორდის განმეორებამდე რონალდოს მხოლოდ 5 გოლი უკლია. მარტივი არ იქნება, მაგრამ ამის შანსი კრიშტიანოს ძალიან მალე, უკვე ამ ევროპის ჩემპიონატზე ექნება. თუ არადა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ამ რეკორდს მოგვიანებით აუცილებლად გააუმჯობესებს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0