in

დიდი ანგარიშების და გოლების დღე: რა დაემართა სიტის – ჩემპიონთა ლიგის ფაქტები

ჩემპიონთა ლიგაზე მე-5 ტური დაიწყო. აღსანიშნავია სტუმარი გუნდების მიერ დიდი ამგარიშით მოგებული თამაშები. ასევე უხვგოლიანობა – ტურის პირველ დღეს სულ 40 გოლი გავიდა. ერთ სათამაშო დღეს ამაზე მეტი გოლი მხოლოდ 1997 წლის 1 ოქტომბერს გავიდა – 44 გოლი.

სლოვანი – მილანი 2:3
გოლები: 0:1 პულიშიჩი (21), 1:1 ბარსეგიანი (24), 1:2 რაფაელ ლეაო (68), 1:3 აბრაჰამი (71), 2:3 მარცელი (88)

„მილანმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო და სამივე მატჩში 3 გოლი გაიტანა, რაც პირველად შეძლო 1989 წლის შემდეგ.

„სლოვანის“ ტიგრან ბარსეგიანი მეორე სომეხი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა. პირველი იყო ჰენრიხ მხითარიანი.

ტანი აბრაჰამმა კარიერაში პირველად მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლის გატანაც და ასისტიც.

სპარტა – ატლეტიკო 0:6
გოლები: 0:1 ალვარესი (15), 0:2 ლორენტე (43), 0:3 ალვარესი (59), 0:4 გრიზმანი (70), 0:5 კორეა (85), 0:6 კორეა (89)

„ატლეტიკომ“ ზედიზედ 6 ოფიციალური მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 15:2.

„ატლეტიკომ“ ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით მოიგო სტუმრად ევროთასებზე.

დაუჯერებელია, მაგრამ დიეგო სიმეონეს მწვრთნელობის პერიოდში „ატლეტიკომ“ პირველად გაიტანა გოლი ჯარიმიდან.

ანტუან გრიზმანმა მე-100 მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და გოლი გაიტანა.

სპორტინგი – არსენალი 1:5
გოლები: 0:1 მარტინელი (7), 0:2 ჰავერტცი (22), 0:3 გაბრიელი (45+1), 1:3 გონსალო ინასიო (47), 1:4 საკა (65-პენ), 1:5 ტროსარი (82)

„სპორტინგმა“ სეზონში პირველად წააგო.

„სპორტინგი“ ბოლო ერთ წელიწადში პირველად დამარცხდა საკუთარ მოედანზე.

„სპორტინგმა“ ამ სეზონში პირველად გაუშვა საკუთარ მოედანზე ერთზე მეტი გოლი.

„არსენალმა“ ბოლო 16 წელიწადში პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში 5 გოლი.

„არსენალმა“ შეწყვიტა ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად 415-წუთიანი უგოლო სერია.

იანგ ბოიზი – ატალანტა 1:6
გოლები: 0:1 რეტეგი (9), 1:1 განვულა (11), 1:2 დე კეტელარე (28), 1:3 კოლაშინაცი (31), 1:4 რეტეგი (39), 1:5 დე კეტელარე (56), 1:6 სამარჯიჩი (90)

შარლ დე კეტელარემ ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. აქამდე ეს შეძლეს ნეიმარმა (2016), სერჟ გნაბრიმ (2021) და ერლინგ ჰოლანდმა (2023).

დე კეტელარემ და მატეო რეტეგიმ ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლები გაიტანეს.

დე კეტელერი გახდა იტალიური კლუბის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 და მეტ გოლში მონაწილეობდა.

„ატალანტამ“ პირველად გაუშვა გოლი მიმდინარე ტურნირზე.

ლევერკუზენი – ზალცბურგი 5:0
გოლები: 1:0 ვირტცი (8-პენ), 2:0 გრიმალდო (11), 3:0 ვირტცი (30), 4:0 შიკი (61), 5:0 ალეიშ გარსია (72)

ფლორიან ვირტცი ლეო მესის მისდევს. 22-ე დაბადების დღემდე მან 17 გოლის გატანა შეძლო ევროთასებზე. თუმცა ეს არ არის რეკორდი: უფრო მეტი აქვთ გატანილი ერლინგ ჰოლანდს (23), კილიან მბაპესა (21) და კრიშტიანო რონალდოს (20).

ინტერი – ლაიპციგი 1:0
გოლი: 1:0 ლუკება (27-საკ. კარში)

„ინტერი“, ზედიზედ 12 ოფიციალური მატჩია, არ მარცხდება.

„ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო – ოთხივე „მშრალი“ ანგარიშით, რაც ახალი საკლუბო რეკორდია.

„ინტერმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ანგარიშით – 1:0.

„ინტერი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გოლი არ გაუშვია.

ბარსელონა – ბრესტი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (10-პენ), 2:0 დანი ოლმო (66), 3:0 ლევანდოვსკი (90+2)

„ბარსელონამ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო ჩემპიონთა ლიგაზე ბურთების შეფარდებით – 17:3.

„ბარსელონამ“ ზედიზედ ოთხი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, რითიც გაიმეორა „რეიმსის“ (1958), „ლიდსისა“ (1969) და „ბაიერნის“ (2020, 2021) მიღწევა. ზედიზედ ხუთი ასეთი მოგება მხოლოდ პსჟ-ს ჰქონდა 2017 წელს.

18 გოლით „ბარსელონა“ ტურნირის ყველაზე შედეგიანი გუნდია.

კრიშტიანო რონალდოსა (140) და ლიონელ მესის (129) შემდეგ რობერტ ლევანდოვსკი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში.

ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგაზე საშუალოდ მატჩში გატანილი გოლებით (0.8) აღემატება მესისა (0.79) და რონალდოს (0.75).

ლევანდოვსკის ამ სეზონში კლუბსა და ნაკრებში 23 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

ლევანდოვსკიმ მე-17 პენალტი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ მესისა (18) და კრიშტიანო რონალდოს (19) ჩამორჩება.

ბაიერნი – პსჟ 1:0
გოლი: 1:0 მინ-ჟაე კიმი (38)

“ბაიერნი” არ დამარცხებულა ბოლო 33 საშინაო მატჩში (31 მოგება, 2 ფრე) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (ლიგის ფაზა), რაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე გრძელი სერიაა. ასეთივე შედეგი ჰქონდა “ბარსელონას” 2009-20 წლებში.

„ბაიერნმა“ ზედიზედ მეოთხედ მოუგო პსჟ-ს – ოთხივე „მშრალი“ ანგარიშით.

„ბაიერნს“ ყველა ტურნირზე 7 მოგება აქვს, ბურთების შეფარდებით – 18:0, “ბარსასთან” 1:4 წაგების შემდეგ.

პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე, 4 მატჩია, ვერ იგებს. ლიგის 5 შეხვედრაში 1 მოგება აქვს.

მანუელ ნოიერმა 150-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. გერმანელი ჩამორჩება სამ მეკარეს – იკერ კასილიასს (179), ჯანლუიჯი ბუფონსა (159) და პეპე რეინას (157).

2021 წლის 24 ნოემბრის შემდეგ პირველად ჯანლუიჯი დონარუმა ვერ მოხვდა პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე.

პსჟ, ზედიზედ 21 გასვლითი მატჩია, უშვებს, მინიმუმ, ერთ გოლს.

18 წლის უორენ ზაირ-ემერის ჩემპიონთა ლიგაზე 19 მატჩი დაუგროვდა, რაც ახალი რეკორდია მისი ასაკის ფეხბურთელებისთვის. ფრანგმა ექსბარსელონელი ბოიან კრკიჩის რეკორდი გააუმჯობესა.

ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 17 მატჩიდან 8 წააგო პსჟ-ს მწვრთნელობისას. ეს საკლუბო ანტირეკორდია.

მანჩესტერ სიტი – ფეიენოორდი 3:3
გოლები: 1:0 ჰალანდი (44-პენ), 2:0 გიუნდოგანი (50), 3:0 ჰალანდი (53), 3:1 ჰაჯ-მუსა (75), 3:2 ხიმენესი (82), 3:3 განცკო (89)

“მანჩესტერ სიტი გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელიც 75-ე წუთისთვის 3-ბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ მოახერხა გამარჯვება.

1989 წლის მაისის (3:3 “ბორნმუთთან”) შემდეგ „სიტიმ” პირველად ვერ მოიგო მატჩი, რომელშიც 3-ბურთიანი სხვაობით ლიდერობდა.

პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილ გუნდებს აქამდე (942 მატჩი) არასოდეს გაუშვიათ ხელიდან მოგება მატჩებში, რომელთაც 3-ბურთიანი სხვაობით იგებდა.

გვარდიოლა სახეზე ნაკაწრების შესახებ: „ცოტა ფრჩხილებით წავიმუშავე. მინდოდა მტკენოდა“.

„სიტიმ“ ნოემბერი მოგების გარეშე დაასრულა: 5 წაგება და ფრე.

„სიტიმ“ ბოლო 4 მატჩში 13 გოლი გაუშვა, ბოლო 6 შეხვედრაში კი – 17 გოლი.

ერლინგ ჰოლანდი ჩემპიონთა ლიგაში 50 გოლში მონაწილეობდა – 45 გოლი, 5 ასისტი. ეს არის ყველაზე სწრაფად (44 მატჩში) მიღწეული შედეგი ტურნირის ისტორიაში. მან ვან ნისტერლოის რეკორდი გააუმჯობესა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშიამ ლიგაზე მილანთან ითამაშა: სლოვანი გაუძალიანდა, მაგრამ…

მანჩესტერს ხვიჩა სურს, ბარსელონაც საქმეშია