in

ბოლოც გაირკვა: კოსტა რიკამ ყატარში „ავტობუსით“ მიდის

გაირკვა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მონაწილეც. კოსტა რიკამ რთულ ბრძოლაში მაინც მოახერხა ახალი ზელანდიის დამარცხება – 1:0.

ცენტრალური ამერიკის წარმომადგენელმა ანგარიში მალევე, მე-3 წუთზე გახსნა („არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხოელ კემპბელმა გაიტანა) და მერე ე.წ. ავტობუსი ჩააყენა და მთელი მატჩი უკან, დაცვაში იჯდა და.

Costa Rica’s Joel Campbell celebrates during their Concacaf Nations League football match at the Nacional Stadium in San Jose, on June 5, 2022. . AFP PHOTO/Ezequiel BECERRA .

კოსტა რიკას მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. პრეზიდენტმა როდრიგო ჩავესმა განკარგულება გამოსცა, რაც სახელმწიფო მოხელეებს გახანგრძლივებულ შესვენებაზე თამაშის ყურების უფლებას აძლევდა.

კოსტა რიკა მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ გავიდა.

თუმცა მუნდიალზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოხვდა. მას ორი ევროპული გრანდი ესპანეთი და გერმანია ელოდება და კიდევ საკმაოდ კერკეტი იაპონია.

ყატარში მსოფლიო პირველობა 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას 21 ქულა, მაგრამ ისევ წაგება

ლივერპულმა დარვინ ნუნიესი წარადგინა: ბონუსებით 100 მილიონი!