in

4:3 – ეპიკური და საოცარი კლასიკო! ბარსელონამ სეზონის ყველა კლასიკო მოიგო და ფაქტობრივად ჩემპიონია – ფაქტები

„ბარსელონამ“ და „რეალმა“ დაუჯერებელი კლასიკო შემოგვთავაზეს. მოიგო „ბარსამ“ – 4:3.

ამ შეხვედრაში იყო ყველაფერი, რაც ფეხბურთში საერთოდ შესაძლებელია და რითაც უპირველესი სანახაობაა პლანეტაზე.

ჯერ „რეალი“ დაწინაურდა 2:0, მაგრამ „ბარსა“ ისეთი მიაწვა, რომ მალევე გაათანაბრა, წინაც გავიდა და ტაიმი იქით მოიგო 2-ბურთიანი სხვაობით.

იყო ბევრი საკამათო ეპიზოდი, რამდენიმე VAR, ლამაზი გოლები, დიდებული პასები, მაღალი ტემპი… იამალი იყო ჯადოსნური.
მბაპემ გაიტანა სამი გოლი, რაფინიამ – 2 გოლი, ფერან ტორესმა პირველივე ტაიმში შეასრულა ასისტების ჰეთ-თრიქი, ვინისიუსს აქვს 2 საგოლე პასი.

„რეალს“ ბოლოს მატჩის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ აშკარა მომენტები გაანიავა. „ბარსამ“ მეხუთეც გაიტანა და დიდი ზეიმი მოაწყო, მაგრამ არ ჩაუთვალეს.

ახლა „ბარსელონა“ 7 ქულით გაექცა „რეალს“ და ფაქტობრივად ჩემპიონია. სამი ტურით ადრე „რეალი“ მისი გადამსწრები აშკარად არ არის.

ბარსელონა – რეალი 4:3
გოლები: 0:1 მბაპე (5, პენ), 0:2 მბაპე (15), 1:2 გარსია (19), 2:2 იამალი (33), 3:2 რაფინია (34), 4:2 რაფინია (45), 4:3 მბაპე (70).

„ბარსელონამ“ მოიგო 104 კლასიკო, „რეალმა“ – 105. ფრედ დასრულდა 52 მატჩი.

„ბარსელონა“ არ აგებს ლა ლიგაში წლის დასაწყისიდან – 14 მოგება და 2 ფრე.

„ბარსელონამ“ სეზონის 4-ვე კლასიკო მოიგო საერთო ანგარიშით 16:7. „რეალმა“ პირველად წააგო 4-დან 4 მატჩი ერთ მეტოქესთან.

„ბარსელონამ“ „რეალს“ 3+ გოლი გაუტანა სეზონის ყველა, ოთხივე კლასიკოში. ორ მატჩში 4 ბურთი, ერთხელ – 5.

„ბარსამ“ სეზონში 16 გოლი გაუტანა „რეალს“. მადრიდს არასდროს გაუშვია ერთი მეტოქისგან ამდენი გოლი.

ფლიკმა 4-დან 4-ვე შეხვედრა მოიგო ანჩელოტის წინააღმდეგ.

მბაპემ გაიტანა 25-ე, 26-ე, 27-ე გოლები და ლევანდოვსკის გადაასწრო ლა ლიგის ბომბარდირობაში.

მბაპემ გააუმჯობესა ივან სამორანოს რეკორდი „რეალის“ სადებიუტო სეზონში გატანილი გოლების მხრივ – 39.

მბაპეს 52 მატჩში 39+4 შედეგიანი მოქმედება აქვს.

მბაპეს 2025 წელს სამი ჰეთ-თრიქი აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკო ბეშიქთაშში იმ შემთხვევაში გადავა, თუ…

ვიდეო: შენგელიამ იტალიის რეგულარული ჩემპიონატი მოიგო