in

42 წლის წინ მარადონამ კარიერაში პირველი ტროფეი მოიგო: საუკეთესო გუნდი, სადაც კი დიეგოს უთამაშია

ფეხბურთში ახალგაზრდებს შორის მეორე მსოფლიო ჩემპიონატი 1979 წელს იაპონიაში ჩატარდა. ორი წლით ადრე, 1977-ში ტურნირი სსრკ-მ მოიგო და ამომავალი მზის ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ჩავიდა.

საბჭოთა ნაკრებმა ჯგუფში გაანადგურა უნგრეთი და განა, წააგო ურუგვაისთან და მეორე ადგილით გავიდა პლეი-ოფში, სადაც აჯობა პარაგვაის (პენალტების სერიაში) და პოლონეთს (1:0). ფინალში საბჭოთა კავშირს ტიტულის დაცვა არგენტინასთან უწევდა.

ახალგაზრდა არგენტინელებმა კი მარტივად გაიარეს ყველა მეტოქე. ჯგუფი ბურთების +9 სხვაობით მოიგეს (ინდონეზია, პოლონეთი, იუგოსლავია დაამარცხეს), ¼ ფინალში ალჟირი დაშალეს (5:0) და 1/2 ფინალში ურუგვაი გაისტუმრეს (2:0). „რივერ პლეიტის“ ფორვარდმა რამონ დიასმა 7 გოლი გაიტანა, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი ცხადია გუნდის კაპიტანი მარადონა იყო (მაშნ “არგენტინოს ხუნიორსში” გამოდიოდა). დიეგოს მიყავდა თამაში, თავად კი 5 გოლი შეაგდო.

ფინალი 1979 წლის 7 სექტემბერს ჩატარდა. ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე 50 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მეორე დაიწყო თუ არა იგორ პონომარიოვმა (ბაქოს „ნეფთჩი) თავურით გახსნა ანგარიში.

საბჭოთა ფეხბურთელები მთელი ერთი საათი აკავებდნენ არგენტინელთა შეტევებს, მაგრამ ყველაფერი ერთ მომენტში ჩამოიშალა. მოგვიანებით ცნობილმა მეკარე ვიქტორ ჩანოვმა ორი გოლი გაუშვა სამ წუთში, ხოლო წერტილი მარადონამ დასვა საჯარიმო დარტყმით – 3:1.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი რა თქმა უნდა დიეგო მარადონა გახდა.

ეს პირველი ტროფეია არგენტინელი გენიის კარიერაში. 1990-იან წლებში დიეგომ აღიარა, რომ 1979 წლის ახალგაზრდული საუკეთესო გუნდი იყო, რომელშიც ოდესმე უთამაშია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინამ იცოდა, ბრაზილიამ დააგვიანა, პრეზიდენტი ცდილობდა – ისევ ჩაშლილ ბრაზილია-არგენტინაზე

U19: საქართველომ ესტონეთს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოუგო