in

42 წლის შემდეგ აინტრახტმა ევროპული ტიტული მოიგო: ფრანკფურტელები ევროპა ლიგის გამარჯვებულები გახდნენ

გუშინ, სეილიაში, “რამონ სანჩეს პისხუანზე” ევროპული საკლუბო ფეხბურთის რანგით მეორე ტურნირის ევროპა ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფრანკფურტის “აინტრახტმა” გლაზგოს “რეინჯერსი” პენალტების სერიაში დაამარცხა და 42 წლიანი პაუზის შემდეგ ევროპულ ტიტულს დაეუფლა. ფრანკფურტელებს ბოლოს უეფას თასი (ევროპა ლიგის მემკვიდრე) 1980 წელს ჰქონდათ მოგებული.

ეს მეორე სამწვრთნელო ტიტულია “აინტრახტის” მთავარი მწვრთნელი ოლივერ გლაზნერისთვის, რომელსაც აქამდე მხოლოდ ავსტრიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონი ჰქონდა მოგებული.

მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ფრანკფურტელები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, მაგრამ პირველ ტაიმში განსაკუთრებული საგოლე მომენტები არ ყოფილა. გლაზგოელები უფრო მეორე ნომრად, კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აწყობას.

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესოდ წარიმართა. “აინტრახტმა” ტაიმი აქტიურად დაიწყო და თითქოს შოტლანდიელთა კარში გოლი მწიფდებოდა, მაგრამ ფრანკფურტელთა უხეში შეცდომა დაცვაში, რითაც ჯო არიბომ შეძლო ტრაპის კარის აღება და თავისი გუნდი დააწინაურა.

SEVILLE, SPAIN – MAY 18: Rangers’ Joe Aribo makes it 1-0 during the UEFA Europa League Final between Eintracht Frankfurt v Rangers at the Ramon Sanchez Pizjuan Stadium, on May 18, 2022, in Sevilla, Spain.

გერმანელებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის 70-ე წუთზე მოახერხეს. საჯარიმოში კოსტიჩის ჩაწოდებული ბურთის შემდეგ, მაკრეგორის კარი რაფაელ ბორემ აიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1;1 დასრულდა.

SEVILLE, SPAIN – MAY 18: Frankfurt’s Rafael Santos Borre has a shot saved by Rangers’ Alan McGregor during the UEFA Europa League Final between Eintracht Frankfurt v Rangers at the Ramon Sanchez Pizjuan Stadium, on May 18, 2022, in Sevilla, Spain. (Photo by Craig Williamson/SNS Group via Getty Images)

დამატებით დროში დიდად არცერთი გუნდი რისკავდა, მაგრამ გატანის შანსი “რეინჯერსს” ჰქონდა. 118-ე წუთზე კენტს ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ მისი ახლო მანძილიდან დარტყმული ტრაპმა მოიგერია.

პენალტების სერიაში ფრანკფურტელებმა 5-ვე პენალტი ზუსტად შეასრულეს. შოტლანდიელთაგან კი, მატჩის ანტიგმირად აარონ რემსი იქცა, რომლის 11 მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმულიც ტრაპმა ფეხით მოიგერია. ბოლოს, პენალტის ნიშნულთან რაფაელ ბორე მივიდა და თავის გუნდს ნანატრი გამარჯვება მოუტანა.

“აინტრახტი”-“რეინჯერსი” 1:1

სევილია, სანჩეს პისხუანი

0:1 არიბო (57), 1:1 ბორე (70. კოსტიჩის პასით)

აინტრახტი (3-4-2-1): ტრაპი – ტუტა (59. ჰასებე), ალმამი ტურე, ნ’დიკა (100. ლენცი) – კნაუფი, ჯიბრილ სოუ (106. ჰრუსტიჩი), როდე (70. იაკიჩი), კოსტიჩი – ლინდსტრიომი (70. ჰაუგე), კამადა – რაფაელ ბორე

რეინჯერსი (4-2-3-1): მაკგრეგორი – ტავერნიერი, გოლდსონი, ბასი, ბარიშიჩი (117. რუფი) – ჯეკი (74. დევისი), ლუნდსტრამი – კენტი, რაიტი (74. საკალა (117. რემზი)), კამარა (91. არტფილდი) – არიბო (101. სენდსი)

ფაქტები

ალან მაკგრეგორი გახდა მე-3 ფეხბურთელი 40 წლის ან მეტის ასაკის, რომელმაც ევროთასის ფინალში ითამაშა – 40 წლის და 107 დღის. მანამდე ეს დინო ძოფმა (41 წლის და 86 დღის 1983 წელს) და ედვინ ვან დერ სარმა (40 წლის და 211 დღის 2011 წელს) მოახერხეს. 

მას მერე, რაც ფინალი ერთმატჩიანია (1998-დან) ეს მე-9 შემთხვევაა, როცა დამატებითი დრო დაინიშნა ტურნირის (უეფას თასის ჩათვლით) ისტორიაში.

აინტრახტმა ევროპალიგა მატჩის წაუგებლად მოიგო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ჰალში? შოთის ქართველი თავდამსხმელი სურს

ევრობასკეტზე რუსეთს მონტენეგრო შეცვლის