in

4 მატჩში გაგდებული უგოლო დე ბური: პრემიერლიგის ყველაზე ცუდი მწვრთნელები

დასახელდნენ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ცუდი მწვრთნელები.

ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა 32 მწვრთნელი ჩამოწერა. ცუდების სათავეში ფრანკ დე ბური მოექცა. ნიდერლანდელი 2017 წელს სამი წლით მივიდა „კრისტალ პალასში“, მაგრამ 78 დღის შემდეგ გააგდეს 4 სასტარტო მატჩის წაგების გამო. მისმა გუნდმა ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

ტოპ-10 ცუდი მწვრთნელი პრემიერლიგაში:

  1. ფრანკ დე ბური („კრისტალ პალასი“)
  2. ნათან ჯონსი („საუთჰემპტონი“)
  3. ლეს რიდი („ჩარლტონი“)
  4. ხუანდე რამოსი („ტოტენჰემი“)
  5. ბრაიან ლოუსი („ბარნლი“)
  6. ბილი დევისი („დერბი ქაუნთი“)
  7. პოლ ჯუელი („დერბი ქაუნთი“)
  8. ტერი კონორი („ვულვერჰემპტონი“)
  9. სტივ უიგლი („საუთჰემპტონი“)
  10. ბობ ბრედლი („სუონსი“)

ფელიქს მაგათი („ფულჰემი“) მე-16 ადგილზე გავიდა, სლავიშა იოკანოვიჩი („ფულჰემი“) – 21-ზე, ტონი ადამსი („პორტსმუთი) – 22-ეა, პაოლო დი კანიო („სანდერლენდი“) – 23-ე, ფრენკ ლამპარდი („ჩელსი“, „ევერტონი“) – 26-ე, ლუის ფელიპე სკოლარი („ჩელსი“) – 30-ე, ოკე-გუნარ სულშერი („მანჩესტერი“) – 32-ე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: მესიმ ნადალს მუნდიალის მაისური სიყვარულით აჩუქა

90-იანი წლების საუკეთესო სანაკრებო ფეხბურთელები: მატეუსით იწყება