ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) სანაკრებო მატჩების კალენდრის სერიოზულ ცვლილებას გეგმავს. ორგანიზაცია აპირებს სექტემბრისა და ოქტომბრის პაუზების გაერთიანებას. ორი სანაკრებო ფანჯრის ნაცვლად, იქნება ერთი 16-დღიანი ფანჯარა.
2026 წელს პირველი პაუზა ეროვნული გუნდებისთვის 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. დროის ამ მონაკვეთში ნაკრებები არა ორს, არამედ ოთხ შეხვედრას ჩაატარებენ. ამასთან, ნოემბრის ფანჯარა 9-დან 17 რიცხვამდე გაგრძელდება და გუნდები ორ-ორ შეხვედრას გამართავენ.
აღნიშნავენ, რომ ახალი განრიგი მინიმუმ მომავალი ხუთი წელი იქნება ძალაში.
GIPHY App Key not set. Please check settings