in

4 მარცხის შემდეგ ტოჩინოშინმა მოიგო

33 წლის ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა 4-დღიანი წარუმატებელი პერიოდი შეწყვიტა და იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე შემოდგომის სუპერტურნირზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინი აკი ბაშოს დასავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და კარგ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება, თუმცა, დასავლეთისვე მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამასთან ორთაბრძოლაში მისი უპირატესობა აშკარა იყო და აღნიშნულ მეტოქეს ზედიზედ მეხუთედ აჯობა. ქართველმა სეკიტორმა 27 წლის იაპონელი ტავარასთან მიიყვანა და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ტოჩინოშინის მაჩვენებელი 2 მოგება და 4 მარცხია, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე კი აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა, 34 წლის ვეტერანი კაისეი იქნება. ქართველ და ბრაზილიელ სუმოისტებს დაპირისპირების დიდი ისტორია გააჩნიათ და ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა ტოჩინოშინს გააჩნია – 13 მოგება, 10 მარცხი.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარადონას შვილებმა მამის ინსტაგრამი აღადგინეს: პატივი, რომელიც დაიმსახურე

ესპანური მედია: ვალენსიაში მამარდაშვილის პოზიციები ისევ მყარია – გიორგის რეალთან რთული გამოცდა ელის