in

4 ევროპის ჩემპიონი: ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი პლოვდივში

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ტრიუმფალურად იასპარეზეს. 10 წონითი კატეგორიიდან 7-ში ქართველი იყო ფინალში.

ევროპის ჩემპიონები გიორგი შოთაძე, დიეგო ჩხიკვაძე, გიორგი ჩხიკვაძე და გიორგი ქაცანაშვილი გახდნენ.

გიორგი შოთაძემ ფინალში აზერბაიჯანელი ზია ბაბაშოვი 3:0 დაამარცხა.

ოქროს მედალს დაეუფლა დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ). დიეგომ ფინალში თურქი კამილ კადარი 3:2 დაამარცხა.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა გიორგი ჩხიკვაძემ. მან ფინალში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში თურქი აბდულაჰ ტოპრაკი 7:5 დაამარცხა.

მეოთხე ოქროს მედალი კი, საქართველოს გიორგი ქაცანაშვილმა მოუტანა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ავსტრიელი მარკუს რაგინერი 5:3 დაამარცხა.

ვერცხლის მედლებს დავით სოლოღაშვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი და ბექა გურული დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალს კი გიორგი ცოფურაშვილი დაჯერდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უეფას ევროპის გაზრდა უნდა, ინგლისი წინააღმდეგია

ვიდეო: ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფი ემიგრანტებთან ერთად აღნიშნეს