in

კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი მაგიდაზეა

პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელებას აუცილებლობად მიიჩნევს, – ამის შესახებ არაბი ჟურნალისტი ჯამელი იტყობინება.

წყაროს ცნობით, ლუის ენრიკე თვლის, რომ კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ გუნდს სწრაფი შემტევები სჭირდება, რომლებსაც ერთი-ერთზე მეტოქის მცველების მოტყუება შეუძლიათ, კვარაცხელია სწორედ ასეთია და იდეალურად ჩაეწერება გუნდის სათამაშო სქემაში.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ კი თავის საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარი სენ ჟერმენი” ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა:

“კილიან მბაპესთან დამშვიდობების შემდეგ პსჟ შეტევის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს და
იტალიისკენ იყურება. ფრანგულმა კლუბმა კვარაცხელიას ტრანსფერზე 100 მილიონი ევრო მაგიდაზე დადო. ამიტომ ახლა “ნაპოლი” (რომელიც საკითხს კონტესთან ერთად განსაზღვრავს) გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წინადადება”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მონაკომ მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო

ქოჩორაშვილმა ლევანტესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა: ბედნიერი ვარ და შემიძლია სიამოვნება მივიღო ჩემს ქვეყანასთან ერთად