ლეო მესი „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშიც აღარ შედის. ეს Goal.com-ის ვერსიაა.
პსჟ-ს თავდამსხმელი ერთ კვირაში მე-10 ადგილიდან მე-20-მდე დავარდა, რაც პარიზელთა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას უკავშირდება.
მოგეხსენებათ, არგენტინელი პსჟ-ს დიდად ვერც საფრანგეთის ჩემპიონტაში ეხმარება და ხშირად ძალიან დაბალ შეფასებებს იღებს.
„მანჩესტერის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო კი დაწინაურდა და ახლა მე-16 ადგილზეა.
ათეული კი ასეთია:
- რობერტ ლევანდოვსკი – „ბაიერნი“
- ქარიმ ბენზემა – „რეალი“
- მოჰამედ სალაჰი – „ლივერპული“
- კილიან მბაპე – პსჟ
- ლუკა მოდრიჩი – „რეალი“
- სადიო მანე – „ლივერპული“
- ბერნარდო სილვა – „სიტი“
- ვინისიუსი – „რეალი“
- დაშან ვლაჰოვიჩი – „იუვენტუსი“
- რიად მარეზი – „სიტი“
ოქროს ბურთის მისაღებად წესები იცვლება: ნახე როგორ იქნება
GIPHY App Key not set. Please check settings