სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) შეადგინა მსოფლიოში 20 წლამდე ასაკის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი.
სიაშია 25 ლიგისა და 80 კლუბის 113 ფეხბურთელი. სათავეში მოექცა „ბარსელონას“ ფეხბურთელი ლამინ იამალია, რომლის სატრანსფერო ღირებულება 349,6 მილიონი ევროა.
ტოპ ათეული ასე გამოიყურება:
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 349,6 მილიონი ევრო;
- ესტევაო (ჩელსი) – 118,1 მილიონი ევრო;
- პაუ კუბარსი (ბარსელონა) – 112,7 მილიონი ევრო;
- ფრანკო მასტანტუონო (რეალი) – 102,4 მილიონი ევრო;
- უორენ ზაირ-ემერი (პსჟ) – 92,3 მილიონი ევრო;
- ეთან ნვანერი (არსენალი) – 88.1 მილიონი ევრო
- მაილს ლუის-სკელი (არსენალი) – 84.8 მილიონი ევრო
- ჯოვანი კენდა (სპორტინგი/ჩელსი) – 80.2 მილიონი ევრო
- ენდრიკი (რეალი მადრიდი) – 73.2 მილიონი ევრო
- ლუკას ბერგვალი (ტოტენჰემი) – 68 მილიონი ევრო



GIPHY App Key not set. Please check settings