საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას დღეს 20 მარტს, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ერევანში გამართავს. განმეორებითი თამაში 23 მარტს თბილისშია.
თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატის“ შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებული იყო, ხოლო დამოუკიდებლობის პერიოდში კავკასიელებმა ასეთი სტატისტიკა მიიღეს.
საქართველომ და სომხეთმა აქამდე ერთმანეთთან შვიდი მატჩი ითამაშეს.
საქართველომ სამჯერ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხებმა გაიმარჯვეს.
საქართველომ 14 გოლი გაიტანა და 8 გაუშვა.
1997 წელს ამხანაგურ მატჩში თბილისში საქართველომ 7:0 დაამარცხა სომხეთი და 2023 წლამდე ეს ჩვენების ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იყო (მერე ტაილანდთან 8:0).
ბოლოს ურთიერთშეხვედრა 2020 წლის ერთა ლიგაზე მოხდა. სანაკრებო ასპარეზზე ეს პირველი ოფიციალური მატჩები იყო. ნეიტრალურ მოედანზე (პოლონეთი, ტიხი) 2:2 ვითამაშეთ, ხოლო თბილისში 1:2 წავაგეთ.
სომხეთის ნაკრების კარში ყველაზე მეტი, სამი გოლი შოთა არველაძეს აქვს გატანილი, სამივე ზემოხსენებულ შეხვედრაში.

GIPHY App Key not set. Please check settings