საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, გასვლით მატჩში, კიშინიოვის ზიმბრუს სტადიონზე მოლდოვის 21-წლამდე გუნდი – 0:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრაში გამარჯვების გოლი, 84-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა თბილისის დინამოს და 21-წლამდე ნაკრების ფორვარდმა – ჯადული იობაშვილმა თავური დარტყმით გაიტანა, რომელმაც ასევე შეცვლაზე შემოსული ლაშა ოდიშარიას ჩაწოდება ზუსტად გამოიყენა.
თუმცა გატანილ გოლამდე, 21-წლამდელებს რამდენჯერმე შეეძლოთ მეტოქის კარის აღება. მატჩის მიმდინარეობისას სხვადასხვა დროს, სილვიუ შმალენიას კარს სახიფათოდ უტევდნენ – გიორგი კვერნაძე და ნოდარ ლომინაძე.
2 ტურის შემდეგ, C ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს. ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებსაც 6 ქულა აქვს, ხოლო 3 ქულით ჩრდ. მაკედონია ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
მატჩის შემდეგ, შეხვედრის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ; ფეხბურთელებმა – ჯადული იობაშვილმა და ოთარ მამაგეიშვილმა ისაუბრეს.
GIPHY App Key not set. Please check settings