in

3 მსოფლიო რეკორდი და მე-2 ოლიმპიური ოქრო: ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ტალახაძის მორიგი არანორმალური, არაამქვეყნიური და შთამბეჭდავი შედეგი: ქართველი გოლიათი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

სამი მსოფლიო რეკორდი და მეორე ოლიმპიური ოქრო ქართულ დელეგაციას ტოკიოში. მსოფლიოს უძლიერესმა მამაკაცმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავი მაღალი კლასი. სხვა ძალოსნები ლაშასთან ახლოსაც კი, ვერ მივიდნენ.

ლაშამ ატაცში გამოსვლა 208 კილოგრამით დაიწყო, როდესაც მეორე ადგილოსანმა ალი დავუდიმ მოძრაობა 200 კილოგრამით დაასრულა. ლაშამ პირველ ცდაზე 208 კილოგრამიანი შტანგა აწია. მეორე ცდაზე 215 კგ დააფიქსირა და თავისივე მსოფლიო რეკორდის გასაუმჯობესებლად წავიდა და 223 კილოგრამიანი შტანგა აწია. ლაშას პირველი მოძრაობის შემდეგ, უახლოეს მდევართან, უკვე 23 კილოგრამიანი უპირატესობა ჰქონდა და ფაქტობრივად პირველიმე მოძრაობით გაინაღდა ოლიმპიური ოქრო.

რაც შეეხება მეორე მოძრაობას (აკვრა), აქ ლაშამ ასპარეზობა 245 კილოგრამით დაიწყო და ამით ოფიციალურად გაინაღდა ოქროს მედალი. მეორე ცდაზე გოლიათმა 255 კილოგრამიანი შტანგაც აწია და ოლიმპიური რეკორდიც დააფიქსირა და მესამე ცდაზე მსოფლიოს ახალ რეკორდს (264), თავისივე დამყარებულს შეუტია და გააუმჯობესა კიდეც. ლაშა 265 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა. ორჭიდის ჯამში კი, 488 კგ დააფიქსირა, რაც ასევე რეკორდია. ლაშამ მეორე ადგილოსანს 47 კილოგრამით გაასწრო.

ვერცხლის მედალს ირანელი ალი დავუდი 441 კგ დააფიქსირა. ბრინჯაოს მედალი სირიელმა მან ასადმა (424) დაიკავა

ლაშა ტალახაძე გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტალახაძემ ერთი მსოფლიო რეკორდი უკვე დაამყარა: მან ატაცში 223 კგ დაძლია

ტალახაძის ტიტულები: ლაშა მსოფლიოს იპყრობს