in

27 წლის მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა

საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა.

27 წლის მოჭიდავე გარდაცვლილი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს.

არ არის გამორიცხული, რომ ეს შესაძლოა თვითმკვლელობა იყო.

წურწუმია რამდენიმე დღის ჩასული იყო ხობში, სადაც მარტო ცხოვრობდა. მას მშობლები შარშან გარდაეცვალა.

ის 3 ივლისს ნაკრებში უნდა დაბრუნებულიყო შეკრებაზე…

ნუგზარ წურწუმია 2019 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედლის გარდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული. ის ასევე არის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანი.

მთლიანობაში, მის კარიერას მსოფლიოს ჩემპიონატის 5 მედალი ამშვენებებს – 1 ოქრო და 2-2 ვერცხლ-ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონატზე 4 ჯილდო დაისაკუთრა – 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ამასთან, 23-წლამდელებშიც იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას აგენტი მოსალაპარაკებლად იტალიაში ჩავიდა

ზურიკო ლიგა 1-ში გადასულ გუნდს უნდა