საავტომობილო საბურავების მწრამოებელი Pirelli 27-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ აღარ იქნება მილანის „ინტერის“ ეკიპირების სპონსორი. თუმცა კლუბთან პარტნიორობა გრძელდება.
2021/22 წლების სეზონში „ინტერის“ მაისურებზე აღარ დაიტანენ Pirelli-ის ლოგოს. ამის შესახებ განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მარკო ტრონკეტი პროვერამ.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ „ინტერის“ დირექტორებთან. აღარ ვიქნებით ეკიპირების სპონსორი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა კლუბთან გრძელდება“, – ციტირებს ტრონკეტის Football Italia.
ამჟამად „ინტერი“ სერია ა-ს ლიდერია. „ინტერი“ ქვეყნის ჩემპიონი ბოლოს 2009/10 წლების სეზონში იყო.
სამაგიეროდ გუნდი ვერ მოხვდა ევროთასების საგაზაფხულო ეტაპზე, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა.
GIPHY App Key not set. Please check settings