ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:0 დაამარცხა.
თავიდანვე უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. მასპინძლებმა თამაში კონტრიერიშებზე ააგეს. „ნაპოლიმ“ პირველი მომენტი მე-19 წუთზე შექმნა, როდესაც საჯარიმოს გარედან კვარაცხელიას დარტყმული ბურთი მეკარე ტრაპმა მოიგერია.
36-ე წუთზე ლოსანო საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ კვარაცხელიამ პენალტი ვერ გაიტანა. მე-40 წუთზე ლოსანო ისევ გაექცა მცველს და ოსიმენს გაატანინა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, „ნაპოლი“ კვლავ ფლობდა ინიციატივას. ლოსანომ ხვიჩა ტრაპთან პირისპირ გაიყვანა და ჩვენიანმა ისევ ვერ გაიტანა. მერე მასპინძელთა ფორვარდი კოლო მუანი გააგდეს და ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ხვიჩამ ქუსლით შესანიშნავად მიაწოდა დი ლორენცოს და კაპიტანმაც გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში ტრიბუნებზე ერთმანეთს გუნდების ფანები დაუპირისპირდნენ. სტიუარდები სიტუაციის განმუხტვას ეცადნენ, თუმცა დაპირისპირება მაინც გაგრძელდა.
სპასუხო შეხვედრა ნეაპოლში 16 მარტს გაიმართება.
აინტრახტი – ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 ოსიმენი (40′, ლოსანოს პასით), 0:2 დი ლორენცო (65′, კვარაცხელიას პასით)
გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (36′)
აინტრახტი: ტრაპი – ტუტა, იაკიჩი, ნდიკა – ბუტა (კნაუფი 70′), კამადა, სოვი, მაქსი (ლენცი 90+2′) – ლინდსტრიომი (ბორე 70′), გიოტცე (ალიდუ 81′), კოლო მუანი
ნაპოლი: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა – ანგისა (ნდომბელე 80′), ლობოტკა, ჟელინსკი – ლოსანო (ელმასი 80′), კვარაცხელია (პოლიტანო 84′), ოსიმენი (სიმეონე 84′)
გაძევება: კოლო მუანი (58′)
არბიტრი: ა. სოარეშ დიასი (პორტუგალია)
„ნაპოლიმ“ ბოლო 9-დამ 8 მატჩი მოიგო. საერთო ანგარიშია 23:4.
ხვიჩა კვარაცხელია გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5-ზე მეტ გოლში (2+4) მიიღო მონაწილეობა.
ხვიჩას 25 ქულა (12+13) აქვს „ნაპოლიში“ ჩატარებულ 25 მატჩში.
ვიქტორ ოსიმენს 24 მატჩში 23 (20+3) ქულა აქვს ამ სეზონში.
ოსიმენმა ბოლო 6 მატჩში გაიტანა გოლი, რაც “ნაპოლიში” მისი საუკეთესო სერიაა.
GIPHY App Key not set. Please check settings