in

ესეც ასე: ინგლისური გუნდი დამარცხებულია – რა კარგია მოგებით დაწყება

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა.

დორტმუნდში „ბორუსიამ“ 1:0 აჯობა „ჩელსი“. ეს ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე ქარიმ ადეიემიმ გაიტანა.
უპირატესობას კი „ჩელსი“ ფლობდა – 8 ზუსტი დარტყმა, მასპინძლებმა კი სულ 2-ჯერ დაარტყეს ზუსტად.

აღსანიშნავია, რომ „ბორუსიამ“ წელს 7 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ყველა მოიგო, „ჩელსის“ კი 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (1 მოგება ბოლო 9 მატჩში).

განმეორებითი შეხვედრა ლონდონში 7 მარტს გაიმართება.

ბორუსია დორტმუნდი – ჩელსი 1:0
გოლი: ადეიემი (63)

პოტერი: „ჩელსი“ დომინირებდა მეორე ტაიმში, მაგრამ გოლი კონტრშეტევაზე მივიღეთ კუთხურის შემდეგ“.

მუდრიკს 4 მატჩში არცერთი შედეგიანი მოქმედება არ აქვს.

„ბორუსიამ“ 2016 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა ინგლისური გუნდი.

ადეიემი: „გვსურდა „ჩელსისთვის“ ცხოვრება გაგვერთულებინა პირველი წუთიდან ბოლომდე და საბოლოოდ მოვიგეთ კიდეც“.

ადეიემი მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბრიუგე – ბენფიკა 0:2
გოლები: 0:1 ჟოაო მარიო (51, პენ), 0:2 ნერესი (82)

გონსალო რამუში („ბენფიკას“ თავდამსხმელი): „ყოველთვის კარგია პლეი-ოფის მოგებით დაწყება“.

ჟოაო მარიო („ბენფიკას“ ნახევარმცველი): „ძალიან რთული მატჩი იყო, ამიტომ „ბენფიკა“ იმსახურებას მილოცვას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფავორიტი ბაიერნია: ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას – კომპიუტერის ვერსიით ნაპოლი მესამეა

ახლა უფრო მჯერა ტიტულის: სიტი არსენალს სულ უგებს – ჰოლანდი უკვე აგუეროა