Goal-მა ჯანლუიჯი ბუფონი 21-ე საუკუნის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.
სპორტულმა ვებგვერდმა 2000 წლიდან მოყოლებული 25 საუკეთესო მეკარის სია შეადგინა. პირველი ადგილი „იუვენტუსის“, პსჟ-ს და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დაიკავა.
ტოპ 15 ასე გამოიყურება:
- ჯანლუიჯი ბუფონი;
- მანუელ ნოიერი;
- იკერ კასილიასი;
- პეტრ ჩეხი;
- ტიბო კურტუა;
- ალისონი;
- ოლივერ კანი;
- ედვინ ვან დერ საარი;
- იან ობლაკი;
- ემილიანო მარტინესი;
- ედერსონი;
- ხულიო სეზარი;
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენი;
- ფაბიენ ბარტეზი;
- კეილორ ნავასი.
დავიდ დე ხეამ მე-17 ადგილი დაიკავა, ჯანლუიჯი დონარუმა – მე-18-ეა, უგო ლორისი – 22-ე, იენს ლემანი – 23-ე, დიდამ კი სია დაასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings