in

21-ე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენები: ვინ არის პირველი და რომელი ქვეყანა და რომელი სახეობაა გამორჩეული

ESPN-მა XXI საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა ტოპ ასეული შეადგინა და ეს თანდათან, ბოლოდან პირველისკენ ნაწილ-ნაწილ გამოაქვეყნა.

ექსპერტებს ხმა უნდა მიეცათ საუკეთესოსთვის სპორტის საკუთარ სახეობებში. შედეგად, თითოეულ სახეობაში შედგა სიები 10-25 სპორტსმენისგან, რომლებიც მოხვდნენ საერთო TOP 100-ში.

პირველი 25-ეული ასეთი გამოვიდა:

25. ფლოიდ მეივეზერი (კრივი); 24. ალბერტ პუიოლსი (ბეისბოლი); 23. კევინ გარნეტი (კალათბურთი); 22. სიდნი კროსბი (ჰოკეი); 21. დაიანა ტაურაზი (კალათბურთი); 20. აარონ დონალდი (ამერიკული ფეხბურთი); 19. ლუის ჰემილტონი (ავტოსპორტი); 18. პატრიკ მაჰოუმსი (ამერიკული ფეხბურთი); 17. შაკილ ო′ნილი (კალათბურთი); 16. ტიმ დანკანი (კალათბურთი); 15. კეტლინ ლედეკი (ცურვა); 14. სტეფენ კარი (კალათბურთი); 13. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი); 12. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი); 11. ნოვაკ ჯოკოვიჩი (ჩოგბურთი); 10. კობი ბრაიანტი (კალათბურთი); 9. უსაინ ბოლტი (მძლეოსნობა); 8. ტაიგერ ვუდსი (გოლფი); 7. სიმონა ბაილსი (ტანვარჯიში); 6. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი); 5. ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი); 4. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი); 3. ლიონელ მესი (ფეხბურთი); 2. სერენა უილიამსი (ჩოგბურთი); 1. მაიკლ ფელპსი (ცურვა).

ტოპ ასეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი კალათბურთს ჰყავს (24), მერე მოდის ბეისბოლი (17) და მხოლოდ შემდეგ არის ფეხბურთი (15).

აშშ-ს 56 წარმომადგენელი ჰყავს და საგრძნობლად უსწრებს სხვა ყველას. მეორეზე ესპანეთია 5 სპორტსმენით, შემდეგ კანადა და დომინიკის რესპუბლიკა – 4.

შესაბამისად არ არის გასაკვირი, რომ კონტინენტების მიხედვით ჩრდილოეთ ამერიკა ლიდერობს – 67, ევროპა – 22.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარა ნაპოლიში 7-იანი გახდება: რა ხდება კონტრაქტზე და სხვებზე – ხვიჩას და ნაპოლის ამბები

ევროპა ფაქტობრივად ესპანეთია: ევრო 2024-ის კიდევ ერთი სიმბოლური