in

2032 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ბრისბენი უმასპინძლებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, 2032 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშები ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება სოკ-ის სესიაზე დღეს მიიღეს.

ბრისბენმა, რომელიც თავიდანვე უმთავრეს ფავორიტად სახელდებოდა, თურქეთის, ყატარის, ინდონეზიის, ინდოეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთ კორეების (ერთობლივად) განაცხადებებს აჯობა.

This image has an empty alt attribute; its file name is download.png


ეს უკვე მე-3 შემთხვევაა, როდესაც ზაფხულის ოლიმპიადას ავსტრალია მიიღებს. 1956 წელს თამაშებს მელბურნმა უმასპინძლა, 2000-ში კი – სიდნეიმ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 2024 წელს ოლიმპიადა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩატარდება, ხოლო 2028 წელს უმთავრეს სპორტულ ფორუმს ლოს ანჯელესი (აშშ) მიიღებს.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0