in

2026 წლის მუნდიალის წილისყრა 5 დეკემბერს გაიმართება

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს ვაშინგტონში, ჯონ კენედის სახელობის ხელოვნების ცენტრში გაიმართება.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თეთრ სახლში ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება და ტურნირში პირველად ითამაშებს 48 გუნდი.

დონალდ ტრამპმა მსოფლიო ჩემპიონატის შეერთებულ შტატებში ჩატარებაზე ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ გლობალური ღონისძიების მასპინძლობა და ამ წარმოუდგენელი ადამიანების ჯგუფისა და ამ წარმოუდგენელი სპორტსმენების – მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენების – მოწვევა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის კულტურულ ცენტრში.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ღონისძიებება იქნება”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძის ვალენსიაში გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება