მადრიდის „რეალის“ სამი ფეხბურთელი მოხვდა 2023 წლის ლა ლიგის ნაკრებში WhoScored-ის ვერსიით.
სიმბოლურ გუნდში შევიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებთაც შესაბამის პოზიციებზე ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდათ და ძირითად შემადგენლობაში არანაკლებ 25-ჯერ იყვნენ.
ლა ლიგის გუნდი ასეთი გამოვიდა:
მეკარე: კონან ლედესმა („კადისი“, 6,92 ქულა);
მცველები: ხუან ფოიტი („ვილიარეალი“, 7,02), ჟიულ კუნდე („ბარსელონა“, 6,95), ლოიკ ბადე („სევილია“, 6,95), ხოსე გაია („ვალენსია“, 6,90);
ნახევარმცველები: ტაკეფუსა კუბო („სოსიედადი“, 7,20), ალეიშ გარსია („ჟირონა“, 7,17), ტონი კროოსი („რეალი“, 7,09), ვინისიუსი („რეალი“, 7,30);
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, 7,17), როდრიგო („რეალი“, 7,28).
GIPHY App Key not set. Please check settings