IFFHS-მა 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით პირველი ადგილი დაიკავა ახალგამომცხვარმა მსოფლიო ჩემპიონმა ლეო მესიმ. არგენტინელმა თანაკლუბელ კილიან მბაპეს საგრძნობლად გაასწრო, რომელმაც თავის მხრივ ნაკრებში თანაგუნდელ „ოქროს ბურთიან“ ბენზემას აჯობა.
2022 წლის ტოპ-5 IFFHS-ის ვერსიით:
- ლიონელ მესი (პსჟ) – 275 ქულა
- კილიან მბაპე (პსჟ) – 35
- კარიმ ბენზემა (რეალი) – 30
- ლუკა მოდრიჩი (რეალი) – 15
- ერლინგ ჰოლანდი (სიტი) – 5.
2020 და 2021 წლებში საუკეთესოდ მიიჩნიეს რობერტ ლევანდოვსკი.
GIPHY App Key not set. Please check settings