საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2021 წელი დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდი 2022 წლის მარტამდე აღარ შეიკრება. მოგეხსენებათ, მომდევნო წლის მარტში “ჯვაროსნები” ერთა ლიგაზე ჩაერთვებიან, სადაც C დივიზიონში იასპარეზებენ და ასე შეეცდებიან ევრო 2024-ის საგზურის მოპოვებას.
მანამდე კი მიმოვიხილოთ, თუ როგორი იყო 2021 წელი საქართველოს ნაკრებისთვის. ფრანგი ვილი სანიოლის ხელმზღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 12 მატჩი გამართა, რომელთაგანაც 4 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 7 მატჩში დამარცხდა. ამ 12 მატჩში გატანილი/გაშვებული ბურთების სტატისტიკა ასეთია – 10:20
საქართველოს ნაკრების წელი სამ ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. მარტში ქართველმა ფეხბურთელებმა ესპანეთთან, საბერძნეთთან ფრე ითამაშეს და შვედეთთან მინიმალური ანგარიშით წააგეს. სამ შეხვედრაში ქულა მაინცდამაინც კარგი შედეგი არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშმა გულშემატკივრებს იმედი ჩაგვისახა, რომ ჩვენს ნაკრებს ფეხბურთის თამაში შეეძლო.
შემდეგ იყო კოშმარული სექტემბერი, რომლის შემდეგაც ყველა მიწაზე დავეშვით. სრულიად უსახური უშინაარსო ფეხბურთი კოსოვოს წინააღმდეგ და ბათუმში უშანსოდ წაგებული მატჩი. შემდეგ იყო ისეთი ექსპერიმენტი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, რომელსაც მწვრთნელები შეკრებაზე აკეთებენ ხოლმე და არა ოფიციალურ მატჩში, მით უმეტეს ესპანეთთან. “ფურია როხასთან” სანიოლმა ისეთი შემადგენლობა დააყენა და თავიდან ისეთი ტაქტიკური ჩანაფიქრი ჰქონდა ამის ახსნა ჩვენ კი არა, თვით გაიოზ დარსაძესაც გაუჭირდებოდა. ქართული ფილმ “ქვევრის” პერსონაჟის არ იყოს, მე სამჭკუაშვილი კი არ ვარ, ნიკურაძე ვარ.”…. ესპანეთს კი მოყვა ჩვენთვის დაწყევლილ სოფიას “არტიომ ლევსკიზე” მორიგი სამარცხვინო მარცხი.
ოქტომბერიც ცუდად დაიწყო. საბერძნეთთან ბათუმში სრულიად “უჯიგროდ” ნათამაშები ფეხბურთი და მორიგი მარცხი.
ამ ყველაფრის ფონზე, პრიშტინაშიც მტკივნეულ მარცხს ველოდით, მაგრამ საქართველოს ნაკრები ხომ იცით როგორცაა. როცა ელოდები მაშინ ვერ თამაშობენ და როცა არ ელოდები, იგებენ. კოსოვოს წინააღმდეგ გუნდს მოტივაცია, გამარჯვების წყურვილი ეტყობოდა და ის მატჩი მოვიგეთ კიდეც.
ნოემბერი კი შთამბეჭდავი გამოვიდა. ნოემბრის მატჩებში ჩანდა, რომ თითქოს სანიოლმა საქართველოს ნაკრებისთვის ოპტიმალურ სათამაშო ტაქტიკას და ოპტიმალურ შემადგენლობას მაგნო. “ჯვაროსნებმა” ბათუმში ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით მრისხაზე შვედეთი დაამარცხეს. ამხანაგურ შეხვედრაში კი, უზბეკებს მოუგეს და წელი სამმატჩიანი მოგებათა სერიით დაასრულეს. საქართველოს ნაკრებს ყველაზე გრძელი მოგებათა სერია 1997-98 წლებში ჰქონდა, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო.
მოკლედ, შეგვიძლია იმის თმა, რომ წლის ბოლო მატჩებში ფრანგმა სპეციალისტმა ოპტიმალურ შემადგენლობას მიაგნო, რომლებზეც მომავალ ერთა ლიგაზე შეიძლება დაეყრდნოს. ასევე, სანიოლის პირად აღმოჩენად შეგვიძლია ჩავთვალოთ დავით ვოლკოვი. საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელებს თამაში უჭირთ, მაგრამ ვოლკოვმა საწყის მატჩებში აშკარად გაამართლა.
GIPHY App Key not set. Please check settings