in

2010-იან წლებში იტალიაში საუკეთესო პირლო იყო

2010-იან წლებში სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელი იყო ანდრეა პირლო, ასე მიიჩნევს FourFourTwo.

იტალიელი ნახევარმცველი, რომელმაც „მილანსა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა, 32 ფეხბურთელისგან შემდგარ სიას ჩაუდგა სათავეში.

რეიტინგის პირველ ნახევარში მოხვდნენ:

  1. ანდრეა პირლო („მილანი“, „იუვენტუსი“).
  2. ჯორჯო კიელინი („იუვენტუსი“).
  3. ლეონარდო ბონუჩი („იუვენტუსი“,„მილანი“).
  4. ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“).
  5. კალიდუ კულიბალი („ნაპოლი“).
  6. დრის მერტენსი („ნაპოლი“).
  7. პოლ პოგბა („იუვენტუსი“).
  8. მაურო იკარდი („სამპდორია“, „ინტერი“).
  9. ანტონიო დი ნატალე („უდინეზე“).
  10. ირო იმობილე („ჯენოა“, „ტორინო“, „ლაციო“).
  11. გონსალო იგუაინი („ნაპოლი“, „იუვენტუსი“, „მილანი“).
  12. მარეკ ჰამშიკი („ნაპოლი“).
  13. ფრანჩესკო ტოტი („რომა“).
  14. რაჯა ნაინგოლანი („კალიარი“, „რომა“, „ინტერი“).
  15. დანიელე დე როსი („რომა“).
  16. სენად ლულიჩი („ლაციო“).

ჯანლუიჯი დონარუმა მე-19 ადგილზეა, ედინსონ კავანი – 21-ეა, კრიშტიანო რონალდო – 23-ე, ფაბიო კვალიარელა – 24-ე, კარლოს ტევესი – 26-ე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 27-ე, პაულო დიბალა – 30-ე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის ვერ იტანენ ყველაზე მეტად ფეხბურთში

ჰარი კეინი დღეისათვის საუკეთესო თავდამსხმელია