in

20 წლის შემდეგ: ნიდერლანდებმა თამაში მოატრიალა და ნახევარფინალშია

ნიდერლანდები ერთადერთი გუნდი გახდა მეოთხედფინალისტებიდან, რომელმაც თამაშის მოგება ძირიტად დროში მოახერხა და ეს მარტივი გასაკეთებელი არ ყოფილა. პირველი ტაიმი თურქეთმა მოიგო და კარგა ხანს ინარჩუნდბდა კიდეც უპირატესობას, თუმცა მოკლე მონაკვეთში ჰოლანდიელებს გაუმართლათ და ორი გოლი გაიტანეს. ნიდერლანდების გასვლა დამსახურებულია.

ევრო 2024. 1/4 ფინალი

ნიდერლანდები – თურქეთი 2:1
6 ივლისი. ბერლინი. “ოლიმპიაშტადიონი”. 70 091 მაყურებელი
გოლები: 0:1 აქაიდინი (35. გიულერის პასით), 1:1 დე ვრეი (70. დეპაის პასით), 2:1 მიულდური (76-საკ. კარში)

ნიდერლანდები: ვერბრიუგენი, დუმფრისი, დე ვრეი, ვან დეიკი, აკე (73. ვან დე ვენი), სხოუტენი, სიმონსი (87. ზირკზე), რეინდერსი (73. ვეერმანი), ბერგვეინი (46. ვეგჰორსტი), დეპაი (87. ფრიმპონგი), გაკპო
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

თურქეთი: გიუნოქი, მიულდური (82. ჩელიკი), აქაიდინი (82. თოსუნი), აიჰანი (89. ქილიჩსოი), ბარდაქჩი, ქადიოღლუ, ილმაზი, ოზჯანი (77. იოქუშლუ), ჩალჰანოღლუ, ილდიზი (77. აქთიურქოღლუ), გიულერი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გაფრთხილება: სიმონსი (30), აკე (55), ვან დეიკი (64), თოსუნი (90+3), ვეგჰორსტი (90+7)

გაძევება: ილდირიმი (90+6. მოედნის გარეთ)

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე: სტეფან დე ვრეი

ნიდერლანდების ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პირვეალდ გავიდა 20 წლის შემდეგ, ბოლო 2004 წლის ევროზე.

ბოლო შვიდ დიდ საფეხბურთო ტურნირზე ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალში 5-ჯერ გავიდა. ბოლო ასეთი შემთხვევა წინა, 2022 წლის მუნდიალზე იყო, როდესაც ნიდერლანდები მომავალ ჩემპიონთან, არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

ნიდერლანდების ნაკრებმა ევრო 2000-ის (საფრანგეთი, 3:2) შემდეგ პირველად გაიმარჯვა ისეთ მატჩში, რომლის პირველი ტაიმი მეტოქეს ჰქონდა მოგებული.

ნიდერლანდების ნაკრები მეექვსედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში. უფრო მეტჯერ (9) კონტინენტის პირველობის ამ სტადიაზე გერმანიის ნაკრებია გასული.

პირველად, 1994 წლის მსოფლიო თასის (3) შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრებმა ერთი ტურნირის 3 სხვადასხვა მატჩში პირველმა გაუშვა გოლი.

სტეფან დე ვრეიმ 2015 წლის 31 მარტის (ესპანეთთან) შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ნიდერლანდების ნაკრების მაისურით.

არდა გიულერი სამიდან ერთ-ერთია, რომელმაც 20-წლამდე ასაკში (19 წლის) ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე, ამ ტურნირზე გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მანამდე ეს შეძლეს უეინ რუნიმ (19) და კრიშტიანო რონალდომ (19).

თურქეთმა ევრო 2024-ზე 20 ყვითელი ბარათი მიიღო. ჩეხეთის ნაკრებს ევრო 1996-ზე 19 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი ჰქონდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენი საუკეთესო მატჩი: ინგლისი წვალობს, მაგრამ ეს ვის ადარდებს, გუნდი ნახევარფინალშია

ლობჟანიძე ამერიკაში დაბრუნდა და ლამაზი გოლი გაიტანა