in

20 წლამდელების დრამატული მარცხი. მაკედონიამ უმძიმეს ბრძოლაში გაიმარჯვა

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბ დივიზიონში გამოსვლა მესამე საფეხურზე დაასრულა და, სამწუხაროდ, ა დივიზიონში გადასვლა არ გამოვა.

ჯგუფში პირველი და მეორე გუნდები ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებენ, საბოლოოდ კი ერთი გუნდი შეუერთდება ა დივიზიონს.

საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი 29:20 მოიგო და ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, თუმცა მაკედონიელებმა მეთოდურად თამაშში დაბრუნება და წინ გასვლა მოახერხეს. განსაკუთრებით დრამატული აღმოჩნდა მატჩის ბოლო, როცა ანგარიში 73:73 იყო, თუმცა მაკედონიელებმა 2 ქულა აიღეს, თავი დაიცვეს და შემდეგ კიდევ ერთი ჯარიმა ჩააგდეს.

ასე და ამგვარად, მასპინძლის სტატუსის ვერ აღმოჩნდა წარმატების საწინდარი და საქართველო ისევ ბ დივიზიონში იქნება. მეოთხედფინალში კი შვედეთი და ჩრდილოეთ მაკედონია გავიდნენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმელთა ვარჯიში ფოტოებში

მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, მან კი უკვე დაიწყო ლამაზი გოლების გატანა – კვარას იტალიაში აქებენ