in

2:0 – ფინალში ვართ: დარჩა ერთი ნაბიჯი ევროპამდე

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალი მოიგო და ფინალში გავიდა. ერთადერთი თამაშია დარჩენილი და ახდება ისტორიული ოცნება – საქართველო გავა ევროპის ჩემპიონატზე.

საქართველომ ნახევარფინალში აჯობა ლუქსემბურგს და დამსახურებულად გავიდა ფინალში. საკვანძო ეპიზოდი მეორე ტაიმში მოხდა, როდესაც ფორტუნა ჩვენს მხარეს დადგა და ამას მივუბრუნდებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ჩვენი გუნდი მეტოქეს ჯობდა და ეკუთვნოდა გამარჯვება.

ერთად ვაგებთ და ერთად ვიგებთ: სანიოლს გადაწყვეტილებას მიღება მოუწევს

ევრო 2024. პლეი-ოფი. 1/2 ფინალი

საქართველო – ლუქსემბურგი 2:0
21 მარტი. თბილისი. დინამო არენა. 54 139 მაყურებელი
გოლები: 1:0 ზივზივაძე (40), 2:0 ზივზივაძე (63. შენგელიას პასით)

საქართველო: მამარდაშვილი – კაშია, კვირკველია, დვალი – კაკაბაძე, ქოჩორაშვილი (87. კანკავა), კიტეიშვილი, შენგელია (72. წიტაიშვილი), ჩაკვეტაძე (77. კვეკვესკირი) – მიქაუტაძე (77. დავითაშვილი), ზივზივაძე (86. ქვილითაია)
სათადარიგოები: ლორია, გუგეშაშვილი – ალთუნაშვილი, გოჩოლეიშვილი, გველესიანი, ლოჩოშვილი, მამუჩაშვილი
მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გაფრთხილება: ზივზივაძე (22), პინტუ (24), როდრიგეში (54), ბარეირო (66), კვეკვესკირი (78), მარვინ მარტინში (82), კანკავა (87), მარტინშ პერეირა (87), ბონერტი (90+2), კაშია (90+3)
გაძევება: შანო (58)

არბიტრი: ხ. სანჩესი (ესპანეთი)

საქართველომ თამაში ენერგიულად დაიწყო და სწრაფ გოლზე ჰქონდა აქცენტი. ბუდუ ზივზივაძემ ჩაკვეტაძის ქუსლით მოხდენილი პასის შემდგე ძელს მოარტყა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ლუქსემბურგმა საწყის წუთებს გაუძლო და მერე თამაში ოდნავ დამშვიდდა. ჩვენები ეპიზოდურ აფეთქებებზე გადავიდნენ და ერთმა ასეთმა მიწოლამ შედეგი გამოიღო. კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მცველმა უხეიროდ მოიგერია, კართან ჩასაფრებულ ზივზივაძეს მიუგდო და ბუდუმაც ახლო მანძილიდან ბურთი ზედა კუთხეში გაუშვა – 1:0.

მოიხსნა ფსიქოლოგიური წნეხი, მეტოქეს მოუწევდა წინ წამოსვლა, გაჩნდებოდა სივრცეები და შანშიც მეტი გვექნებოდა, თუმცა ეს მეორე ტაიმისთვის, პირველი მშვიდად ჩამთავრდა.

ამ აბზაცში მოყვანილი პროგნოზი თან გამართლდა და თან არა.
მიქაუტაძე კარისკენ დაიძრა, მას ორი მცველი მისდევდა, გიორგი საჯარიმოსთან თუ საჯარიმოში წაიქცა და მაყურებელმა პენალტი მოითხოვა. მსაჯმა ხელები გაასავსა, არაფერი არ მომხდარაო. წამოვიდა ლუქსემბურგი და გაგვიტანა. სტუმრებმა გოლი ცოტა პროვოკაციულად აღნიშნეს და მცირე უსიამოვნო მომენტი შეიქმნა გულშემატკივრებთან. მოკლედ, ლუქსემბურგმა, რომელიც დიდად არ გამოირჩეოდა შეტევაში, ანგარიში მალევე გაათანაბრა და ზემომოყვანილი ტაქტიკაც იცვლებოდა.

მივიდნენ ჩვენები ცენტრში თამაშის გასაგრძელებლად, მაგრამ მსაჯი არ ჩქარობდა. მოკლედ, უთხრეს, წადი და მიქაუტაძის ეპიზოდი ნახეო. უყურა არბიტრმაც და… დანიშნა ჯარიმა, ხოლო ბოლო იმედის ჯარიმისთვის სტუმრებს კაციც გაუგდო. ლუქსემბურგის გოლი კი გაუქმდა და ამით უკვე ბევრი რამ ითქვა.

ამის შემდეგ უკვე გამართლდა ის პროგნოზი, რომ ჩვენები უფრო თავისუფლად ათამაშდნენ, კონტრშეტევის შანსიც გაჩნდა, დაცვაში მეტი სივრცეც გამოჩნდა, მეტოქეს შეტევაც უჭირდა და ამ ყველაფერს ზივიზივაძემ საბოლოო ლურსმანი ჩაარჭო, როდესაც მარცხენა ფლანგიდან შენგელიას გრძელი ფლანგური შესანიშნავი პასის შემდეგ, ისევ კართან ჩასაფრებულმა ბუდუმ ახლო მანძილიდან მეორეც შეაგდო და თავისი დუბლით საქართველოს მოაგებინა – 2:0.

უნდა ითქვას, რომ მეტოქე საკმაოდ უხეშობდა, პროვოკაციებსაც არ ერიდებოდა და არ ყოფილა დიდად ჯენტლმენური თამაში. ყვითლებიც ბლომად დარიგდა და ის კანკავამაც მიიღო, როგორც კი მოედანზე შევიდა, თავით ძიძგილაობისთვის. არ არის საჭირო გაუმართლებელი გაფრთხილებები.
გამართლებული კი ის იყო, მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი ფეხბურთელები ქომაგებთან და გულშემატკივრებთან რომ მივიდნენ, სა-ქარ-თვე-ლო დამარცვლით ერთად იყვირეს, საპატიო წრე დაარტყეს, ხალხმა და გუნდმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და დაიშალნენ – სულ რამდენიმე დღით: გადამწყვეტ შეხვედრამდე!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაკრებს ორი კაცი გამოაკლდა: ლუქსემბურგს მსაჯი არ მოსწონს

ერთად ვაგებთ და ერთად ვიგებთ: სანიოლს გადაწყვეტილებას მიღება მოუწევს