საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩები ერთდროულად გაიმართა. თავისი ამოცანების გადაჭრა უწევს ორ „ქართულ“ გუნდს – „სენტ-ეტიენი“ დასარჩენად იბრძვის, ხოლო „ლიონს“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უნდოდა.
სამწუხაროდ, მიქაუტაძეს და მის გუნდს არ გამოუვიდა. სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ და ძლიერ „მონაკოს“ შეხვდა და წააგო – 0:2.
ქართველი თავდამსხმელი თადარიგი იყო და მხოლოდ 76-ე წუთზე შევიდა.
შეფასებები: sofascore – 6.4, flashscore – 6.3, whoscored – 6.0.
ლიგა კი არა „ლიონის“ ევროტურნირებზე გასვლაც კი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მონაკო – ლიონი 2:0
გოლები: 1:0 მინამინო (62), 2:0 ზაკარია (68)
„ლიონი“ 54 ქულით მე-7 ადგილზეა და 17 მაისს, ბოლო ტურში „ანჟეს“ უმასპინძლებს.
წინმდგომებთან სხვაობა მხოლოდ 3 ქულაა, მაგრამ 57-ქულიანი სამი გუნდია, სამივე შინ თამაშობს და ნაკლებ სავარაუდოა, რომ ქულა ვერცერთმა ვერ აიღოს.

აი დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. გასვლაზე „რეიმსი“ დაამარცხა – 2:0. ქართველი შემტევი ბოლოსკენ, 84-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: flashscore – 7.0, whoscored – 6.8, sofascore – 6.4.
რეიმსი – სენტ-ეტიენი 0:2
გოლები: 0:1 ტარდიე (3), 0:2 კარდონა (41)
ბოლო ტურის წინ „სენტ-ეტიენი“ 30 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და პლეი-ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
17 მაისს, ბოლო ტურში „ტულუზას“ უმასპინძლებს.
“სენტ ეტიენის” გადარჩენის შანსი რეალურია, რადგან მთავარი კონკურენტი “ლავრი” სტუმრად ეთამაშება “სტრასბურგს”, რომელსაც ევროტურნირებზე მოსახვედრად ქულები ჰაერივით სჭირდება და აუცილებლად უნდა მოიგოს.

GIPHY App Key not set. Please check settings