in

2 ქულა ლა ლიგამდე: ლევანტემ მოიგო, ქოჩორამ ბოლოს ითამაშა

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, შინ „ალბასეტესთან“ – 1:0 და ლა ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა.

მატჩამდე ცნობილი იყო, რომ ქართველი ფეხბურთელი მცირე ტრავმის გამო ძირითადში არ იქნებოდა და მაქსიმუმ ცოტას თუ ითამაშებდა. ასეც მოხდა, გიორგი 77-ე წუთზე შევიდა.

ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ლევანტეს“ 73 ქულა აქვს. 2 ქულით ასწრებს ლიდერ „ელჩეს“ და 5 ქულით მესამეადგილოსან „მირანდესს“. შესაბამისად, ლა ლიგაში დასაბრუნებლად დარჩენილ ორ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულის მოპოვება სჭირდება.

ლევანტე – ალბასეტე 1:0
გოლი: სანჩესი (45, საკ. კარში)
გაძევება: კოსტა (65, ალბასეტე)

„ლევანტემ“ ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა. 25 მაისს, ბოლოსწინა ტურში სტუმრად „ბურგოსს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: ბარსას ლეგენდების თამაშს მოუთმენლად ველით

კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელია: ზედიზედ მეორედ!