იტალიის დედაქალაქ რომში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით 17 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი – 2 ოქრო და 3 ბრინჯაო მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონები ანრი ფუტკარაძე (71 კგ) და გორ აივაზიანი (92) გახდნენ.
ფინალში ფუტკარაძემ აზერბაიჯანელი დავუდ მამადოვი 3:1 დაამარცხა
აივაზიანმა (92 კგ) კი ფინალში გერმანელი დარიუს კიეფერი 9:0 გაანადგურა.
ბრინჯაოს მედლებს – საბა სურმანიძე (55 კგ), ალექსანდრე რუსიტაშვილი (65 კგ) და ლუკა გელაშვილი (80 კგ) დაეუფლნენ.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 121 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ირანი (135) გავიდა, მეორეზე – აზერბაიჯანი (130).
GIPHY App Key not set. Please check settings