in

2 ბრინჯაოს შანსი ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. საქართველოს ნაკრებს ტურნირის პირველ დღეს ორი მედლის მოპოვების შანსი აქვს, ოღონ არა უმაღლესი სინჯის. ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ) ნახევარფინალში დამარცხდნენ და რეპეშაჟის ფინალში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ლიპარტელიანი ფრანგ სისიქესთან დამარცხდა იპონით. ჩხვიმიანმა კი, ასევე იპონით, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან წააგო.

დღესვე იასპარეზეს ვაჟა მარგველაშვილმა და ჯაბა პაპინაშვილმა, მაგრამ ისინი ასპარეზობას ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი, ჩვენი დროით, 17:00-ზე დაიწყება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეთერ ლიპარტელიანი და ლუხუმ ჩხვიმიანი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან

შოთა არველაძე ანანიძეზე: განსაკუთრებული იყავი მოედანზეც და განსაკუთრებული ხარ მის მიღმაც