in

19 წლის შემდეგ… ქართველმა იტალია ისევ დაიპყრო: მეორე სკუდეტო საქართველოს

ხვიჩა კვარაცხელია და მისი „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონები გახდნენ. ქართველი ფეხბურთელისთვის ტოპ ჩემპიონატში გამარკვება პატარა საქმე არ არის და ამას მიჩვეულები არც ვართ. ქართველ ფეხბურთელს არ მოუგია არც ინგლისის, ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთის ჩემპიონატი, მაგრამ ერთი – იტალიური ოქრო კი იყო აქამდეც ჩვენს ანგარიშზე.

19 წლის წინ სკუდეტო კახა კალაძემ მოიგო. შესაბამისად, კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ამჟამად თბილისის მერი „მილანში“ საკმაოდ დიდხანს, 2001-2010 წლებში თამაშობდა.

იმ დროს „მილანი“ ძალიან მაგარი გუნდი იყო და ტიტულებიც ბლომად მოიგო, მაგრამ ცოტა გასაკვირად ქვეყნის ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ გახდა – 2004 წელს.

19 წელი დასჭირდა საქართველოს მეორე სკუდეტო რომ მოეპოვებინა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას: კომენტარები

უფლის წინაშე მარად: ხვიჩას პირველი ფოტო ჩემპიონობიდან