in

18 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევანტეში გადავიდა

18 წლის ქართველი თავდამსხმელი გიორგი ხაბულიანი „ლევანტეს“ მოთამაშე გახდა.

ხაბულიანი 2004 წელსაა დაბადებული, ტანმაღალია (193 სმ) „ნორჩ დინამოში“, „საბურთალოსა“ და „მაჩეტეს“ აკადემიებში ვარჯიშობდა. 16 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა თბილისის „მერანში“, შემდეგ „თელავში“ გადავიდა, 2022 წლის ივლისში კი თურქულ „ადანაში“ ჩაირიცხა.
კონტრაქტი 2025 წლის ივნისის ბოლომდე იყო, მაგრამ ხელშეკრულება გაწყდა.

ხაბულიანი საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრია.

გიორგი ხაბულიანმა ესპანურ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტზე, გუნდსა და თავის ესპანურ პერსპექტივაზე საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

„კონტრაქტი 2 + 2-ის სისტემით გავაფორმე. ესპანეთში თამაში სულ მინდოდა და ვოცნებობდი. თავად „ლევანტე“ ისტორიული კლუბია და ამ კლუბში გადასვლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს და საამაყოა. ბავშვობაში „ბარსელონას“ საფეხბურთო აკადემიაში გავიზარდე. ესპანური სტილი ასე თუ ისე ვიცი, ჩემთვის ნაცნობია და მომწონს. რაც მთავარია, აქ დიდი პერსპექტივაა, რომ გაიზარდო და წინ წახვიდე.

თავიდან „ლევანტეს“ მთავარ გუნდში ვივარჯიშებ და მასთან ერთად შეკრებას გავივლი, მაგრამ საწყის ეტაპზე დუბლებთან ვითამაშებ. შემდეგ ვნახოთ, ეს ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული, მაგრამ აქ მოხვედრა უკვე დიდი სტიმულია“.

„ლევანტე“ ლა ლიგიდან გასულ სეზონში გავარდა და დასაბრუნებლად იბრძვის. გუნდი 25 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-3 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი სტამბოლშიც საუკეთესოა: გამარჯვება და ისევ MVP-ის ტიტული

ვიდეო: 76 წლის ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე 6 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა