“ბორჯალოსნების” 18 წლის ფულბეკმა დავით ნინიაშვილმა ფრანგული “ლიონის” მაისურით სადებიუტო მატჩი ჩაატარა და TOP 14-ის მე-3 ტურში შეუცვლელად ითამაშა.
ლიონელებმა შინ “პერპინიანი” 47:3 გაანადგურეს, ნინიაშვილმა კი, რომელიც “ბორჯღალოსნებში” ფულბექის პოზიციაზე ირჯება, 80 წუთი გარემარბად გაატარა. ასევე შეუცვლელად ითამაშა 22 წლის ქართველმა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ, პერპინიანელთა რიგებში კი 46 წუთი დაჰყო მინდორზე გიორგი თეთრაშვილმა.
სამწუხაროდ, გასული ტური ცუდი გამოდგა გელა აფრასიძისთვის, რომელიც “მონპელიეს” მაისურით “ტულუზასთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, თუმცა, მე-15 წუთზე ტრავმა მიიღო და მინდვრის დატოვება მოუხდა. თუ რამდენი ხანი გაუცდება საქართველოს ნაკრების 23 წლის 9 ნომერს, ჯერჯერობით უცნობია. მონპელიელებმა თამაში 15:17 წააგეს და ეს, მიმდინარე სეზონში მათი პირველი მარცხია.
GIPHY App Key not set. Please check settings