in

18 წლამდელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს! წინ ა დივიზიონისკენ…

გუშინ, საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ბ დივიზიონში მე-4 მატჩი გამართა და ბოსნია 79:75 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზე გადავიდა და მეოთხედფინალისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

საკვანძო აღმოჩნდა მეორე მეოთხედი, როდესაც ქართველებმა 8 ქულით გაიმარჯვეს და შემდეგ ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.

ბოსნია ჯგუფის ლიდერი იყო და ამ მატჩს ბევრი რამ უნდა გადაეწყვიტა. საბედნიეროდ, ქართველებმა ლიდერის დამარცხება მოახერხეს და ჯგუფში გალიდერდნენ.

დღეს კი, ჯგუფის დასკვნითი მატჩი გაიმართება. საქართველოს მეტოქე ნიდერლანდების ნაკრები გუნდი იქნება, რომელიც ჯგუფში ბოლოსწინა საფეხურზეა. შეხვედრა 14:30 ზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლაზარე რუმინეთში მიდის, პოლონური ვარიანტებიც ყოფილა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი დღე. რეინჯერსი დამარცხდა, ბენფიკამ კომფორტულად იმარჯვა