in ,

16 წლიანი დიდი ეპოქა დასრულდა: რამოსმა რეალი დატოვა

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მადრიდის “რეალი” დატოვა. ინფორმაციას თავად “სამეფო კლუბი” სოციალურ ქსელში ეხმაურება და გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.


სერხიო რამოსს კონტრაქტი ამოეწურა და მადრიდის “რეალი” 1-წლიან კონტრაქტს + ხელფასის 10%-ით შემცირებას სთავაზობდა, თავად ლეგენდარული ფეხბურთელი კი ორწლიან კონტრაქტს ითხოვდა, თუმცა როგორც ჩანს მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სერხიო რამოსი მადრიდის “რეალში” 2005 წლიდან ირიცხებოდა, მან სამეფო კლუბში 671 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავის გამოჩენა 101-ჯერ შეძლო. ლეგენდარულმა ესპანელმა მადრიდულ კლუბთან ერთად შემდეგი ტიტულები მოიგო: ლა ლიგა (5-ჯერ); ჩემპიონთა ლიგა (4-ჯერ); ესპანეთის თასი (2-ჯერ); ესპანეთის სუპერ თასი (4-ჯერ); უეფას სუპერ თასი (3-ჯერ) და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (4-ჯერ).

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს სერხიო რამოსი კარიერას.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0