ზაფხულში მსოფლიო ჩემპიონატია. 42 მონაწილე გუნდი უკვე ცნობილია, დარჩა 6 საგზური გასათამაშებელი. თუმცა უკვე ცნობილია რომელი კარგი გუნდები თუ ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ. ასეთი რამ სულ ხდება და სპორტული გამოცემები ყოველთვის იმათზე წერენ, ვინც ვერ მიდის ხოლმე მუნდიალზე.
„სქაი სპორტსმა“ ამჯერადაც დაასახელა 15 გამორჩეული ფეხბურთელი, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნებიან.
სასიხარულოა, რომ ამ სიაში ერთბაშად ორი ქართველია: გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია.
აი ეს 15 ფებურთელი:
ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია, „გალათასარაი“), ადემოლა ლუკმანი (ნიგერია, „ატალანტა“), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, პსჟ), გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ლივერპული“), ბრიან ბიუმო (კამერუნი, „მანჩესტერი“), ფრანკ ზამბო ანგისა (კამერუნი, „ნაპოლი“), დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი, „იუვენტუსი“), დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, „ლივერპული“), მილოშ კერკეზი (უნგრეთი, „ლივერპული“), ალექსის სანჩესი (ჩილე, „სევილია“), ბენჟამინ შეშკო (სლოვენია, „მანჩესტერი“), იან ობლაკი (სლოვენია, „ატლეტიკო“), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, „მარსელი“), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა, „უნამი“), კარლოს ბალება (კამერუნი, „ბრაიტონი“).


GIPHY App Key not set. Please check settings