მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრები ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ბერლინში, ბუნდესლიგის მატჩზე „ჰერტას“ წინააღმდეგ მიუნხენელმა ფანებმა ბანერი გამოფინეს ტექსტით: „15 ათასი დაღუპული 5760 წუთი ფეხბურთის გამო! უნდა გრცხვენოდეთ“.
ასე გამოეხმაურნენ გულშემატკივრები ინფორმაციას იმ მუშების რაოდენობის შესახებ, რომლებმაც სასიკვდილო ტრავმები მიიღეს მუნდიალის ინფრასტრუქტურის მზადების დროს.